ტრეფიკინგის ფაქტი თბილისში - პროკურატურამ არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, მან 12 წლის არასრულწლოვანი გადაიბირა და მას შრომით ექსპლუატაციას უწევდა.ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულს აიძულებდა თბილისის ქუჩებში მოწყალების თხოვნას და სხვადასხვა წვრილმანი ნივთების ქურდობას. შეგროვებულ თანხას კი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა.ბრალდებულს 14-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.