საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტის ადამინისტრაციის მიერ გაკეთებულ განხადებას ეხმაურება და ელჩების კონფერენციასთან დაკავშიებით დამატებიტ განმარტებას ავრცელებს. საგარეო უწყება წუხილს გამოთქვამს, რომ პროტოკოლური განლაგების „მსოფლიოში აღიარებული წესი“ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს იტოვებს, რომ ტექნიკური ხასიათის გარემოება არ აღმოჩნდება დამაბრკოლებელი ფაქტორი საქართველოს პრეზიდენტისთვის მომავალში მონაწილეობა მიიღოს ქართველ დიპლომატებთან მაღალი დონის შეხვედრებში.