ვადაგასული და საკვებად უვარგისი რძის პროდუქტების რეალიზაციის ფაქტზე ორი პირია მხილებული. ბრალდებულები, ვადაგასულ პროდუქტებს თბილისში არსებულ საცხობებში და სავაჭრო ობიექტებში ყიდდნენ. დანაშაული 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამოღებულია რეალიზაციისათვის განკუთვნილი დაახლოებით 6 ტონა ვაგადასული რძის პროდუქტი.