იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ სტუმრად პეზაროს ოვერტაიმში 87:82 სძლია, მატჩის გმირი კი სწორედ საქართველოს ნაკრების კაპიტანი გახდა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა.
შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და ბოლონიელთა რიგებში ყველაზე მეტი – 38 წუთი ითამაშა, რა დროშიც 19 ქულა, 10 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 4 პასი მიითვალა.
ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 8-ვე საჯარიმო ჩააგდო, შედეგად, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 34-ს გაუტოლდა და მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა. ვირტუსმა 12 ტურში 11 გამარჯვება მოაგროვა და იტალიის ჩემპიონატში პირველ ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 2 იანვარს ჩაატარებს და მეტოქედ უმთავრესი კონკურენტი ოლიმპია მილანო ეყოლება.