ანა წითლიძემ 12 დღიანი შიმშილობა შეწყვიტა. დეპუტატი პარლამენტიდან კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანეს. წითლიძის განმარტებით, შიმშილობის შეწყვეტის მიუხედავად მოთხოვნები უცვლელი რჩება. მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით სულ 4 დეპუტატი შიმშილობდა.