ტაივანის ხელისუფლების განცხადებით ბოლო 24 საათში ჩინეთის საჰაერო ძალების სამოცდათერთმეტმა თვითმფრინავმა, მათ შორის რამდენიმე მოიერიშე თვითფრინავმა ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონა გადაკვეთა. მათი თქმით ეს ყველაზე დიდი შეჭრაა , რომელიც მანამდე განხორციელებულა. ჩინეთი აცხადებს, რომ მათ კვირას ზღვასა და საჰაერო სივრცეში ტაივანის გარშემო, კუნძულისა და შეერთებული შტატების პროვოკაციების საპასუხოდ, "დარტყმითი წვრთნები" ჩაატარეს. ტაივანის პრეზიდენტმა, ცაი ინგ-ვენმა, ორშაბათს სამხედრო ცერემონიაზე გამოსვლისას ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა, თუმცა მას ჩინეთის მხრიდან უახლესი სამხედრო აქტივობა არ უხსენებია.