დედაქალაქის მერმა საცობების გამომწევ მიზეზებზე საუბრისას განაცხადა, რომ საცობებს უნდა დაუპირისპირდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მისი ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურის შექმნა ისე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი და კომფორტული. მისი თქმით, დედაქალაქში არსებული საცობები ბოლო წლებში კერძო ავტომობილების რაოდენობის რეკორდული ზრდის შედეგია. კახა კალაძემ აბსურდული უწოდა აღნიშნულ თემაზე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს.