ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები მიმოიხილა - Palitra News

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები მიმოიხილა

2022-12-26 20:01:25+04:00

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე ელჩებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა. მან დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების წლიური მუშაობა შეაფასა და საკუთარი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა ევროკომისიის 12-ი რეკომენდაციის შესრულებასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველო 12-ტ პუნქტიან გეგმას ზედმიწევნით ასრულებს.