ქუთაისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა ბოიკოტი გამოაცხადეს - Palitra News

ქუთაისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა ბოიკოტი გამოაცხადეს

2022-12-26 15:16:32+04:00

ქუთაისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა ბოიკოტი გამოაცხადეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ ქუთაისის მერიის წინ ბრიფინგი გამართეს.

საკრებულოს დეპუტატები პროტესტის შეწყვეტას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის უფლება არ მიეცემა.

საკრებულოს წევრებმა ასევე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც მიმართეს და სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდეს.