2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 60 მლრდ ლარს გადააჭარბა - Palitra News

2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 60 მლრდ ლარს გადააჭარბა

2022-12-26 13:07:12+04:00

2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 60 მლრდ ლარს გადააჭარბა. რეგიონულ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა: თბილისი, შემდეგ მოდის აჭარა, მესამე პოზიციაზეა იმერეთი. შემდეგ მოდის ქვემო ქართლი და სამეგრელო-ზემო სვანეთი - ინფორმაციას ამის შესახებ საქასტატი აქვეყნებს.

უწყების ცნობით, თბილისში შექმნილი მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და მშენებლობა.

ხოლო აჭარის რეგიონისათვის წამყვან ეკონომიკურ სექტორებს წარმოადგენს მშენებლობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება.