მთიანი ყარაბაღის ქალაქ სტეფანაკერტში მოსახლეობამ ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვა გააპროტესტა. მედიის ინფორმაციით, ქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა, რომლებმაც თქვეს, რომ ყარაბაღში სომხური მოსახლეობა ბლოკადაშია და თავისუფლად გადაადგილება არ შეუძლია.
აქციის მონაწილეების თქმით, აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს. ლაჩინის დერეფანში მოძრაობა 12 დეკემბრის შემდეგ ჩაიკეტა, როდესაც ადგილზე აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა რეგიონში სამთო მოპოვების პროცესი გააპროტესტეს.
ავტომაგისტრალზე მყოფი აზერბაიჯანელი ეკოაქტივისტები ამბობენ, რომ სომხეთის უკანონო ქმედებას აპროტესტებენ, თუმცა გზა რუსმა სამშვიდობოებმა გადაკეტეს.