მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ უარყოფს მოლაპარაკებებისა და კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების ვარიანტს, ჩვენ არ ვაპირებთ საუბარს კიევის ხელისუფლების მიერ წამოყენებული წინაპირობებით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა.
„კიევის ამჟამინდელი რეჟიმის გადაწყვეტილებებისა და ქმედებების სრული არაადეკვატურობა, რომლის პოლიტიკოსები გამოირჩევიან დაუდევრობით, მოლაპარაკების უუნარობით და აშკარა რუსოფობიით, აშკარაა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ უარყოფს მოლაპარაკებებისა და კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების ვარიანტს, ჩვენ არ ვაპირებთ საუბარს კიევის ხელისუფლების მიერ წამოყენებული წინაპირობებით. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ კიევისა და მისი დასავლელი მარიონეტების მზადყოფნაზე კრიზისი პოლიტიკური და დიპლომატიური გზით გადაჭრან“, - აღნიშნა მიხაილ გალუზინმა.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო ინიციატივები სრულიად მიუღებელია.
„უკრაინის ლიდერის წინადადება უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ძალების საშობაოდ გაყვანის შესახებ ასევე აბსურდულია. გაურკვეველია, რამდენად შეესაბამება ყველა ეს ლოზუნგი და მოწოდება ზელენსკის 30 სექტემბერს ხელმოწერილ განკარგულებას, რომლის თანახმადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების შეუძლებლობელია“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.