კრწანისში, ოკუპაციას შეწირულთა სახელობის რეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა და წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა - Palitra News

კრწანისში, ოკუპაციას შეწირულთა სახელობის რეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა და წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა

2022-12-26 12:13:03+04:00

კრწანისში, ოკუპაციას შეწირულთა სახელობის რეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა და წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, საბავშვო-ანიმაციური პროგრამა მიმდინარეობდა. პატარებთან შესახვედრად სკვერში სანტა-კლაუსი და ელფიც იმყოფებოდნენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ილუზიონისტის შოუ.