მედია - რუსეთში, ენგელსის აეროდრომზე აფეთქებების ხმა ისმოდა - Palitra News

მედია - რუსეთში, ენგელსის აეროდრომზე აფეთქებების ხმა ისმოდა

2022-12-26 10:02:49+04:00

რუსეთში, სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში მდებარე აეროდრომზე აფეთქებები მოხდა, - ინფორმაციას უკრაინული და რუსული მედია საშუალებები ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, სტრატეგიული აეროდრომის „ენგელს 2“-ის ტერიტორიაზე განგაშის სიგნალების ხმა ისმის.

გარდა ამისა, თვითმხილველების თქმით, აფეთქების ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები და რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ.

აფეთქებების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.