კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა სტარტაპ იდეების კონკურსის „იდეადრომის“ გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. Stori AI კონკურსის გამარჯვებული სტარტაპია, რომელმაც მედიალაბისგან ფულად ჯილდოსთან ერთად, გლობალურ ასპარეზზე გასასვლელად ცოდნა და გამოცდილება მიიღო.
კონკურსის ფარგლებში მონაწილე სტარტაპ გუნდებმა ერთ კვირიანი გადამზადება გაიარეს და გამოცდილ მენტორებთან ერთად, საკუთარი იდეების დახვეწასა და განვითარებაზე იმუშავეს.
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა კონკურსი „იდეადრომი“ უკვე მეხუთედ ჩაატარა. კონკურსის საპრიზო ფონდი 10 000 ლარია.