UNESCO-ს საგრანტო პროექტის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები ტრენერებად გადამზადდნენ. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, ტრენერებმა მიღებული ცოდნა UNESCO-ს პროექტის ფარგლებში დასაქმებულ მოხალისეებს, ადგილობრივ მოსახლეობას და მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის წარმომადგენლებს გაუზიარეს.
გადამზადებული ტრენერები სამომავლოდ დაცული ტერიტორიების სააგენტოს სისტემის თანამშრომელთა და ტერიტორიების ირგვლივ მაცხოვრებელთათვის სისტემატიურად ჩაატარებენ ტრენინგებს.