UNESCO-ს საგრანტო პროექტის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები ტრენერებად გადამზადდნენ - Palitra News

UNESCO-ს საგრანტო პროექტის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები ტრენერებად გადამზადდნენ

2022-12-26 09:05:37+04:00

UNESCO-ს საგრანტო პროექტის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები ტრენერებად გადამზადდნენ. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, ტრენერებმა მიღებული ცოდნა UNESCO-ს პროექტის ფარგლებში დასაქმებულ მოხალისეებს, ადგილობრივ მოსახლეობას და მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის წარმომადგენლებს გაუზიარეს.

გადამზადებული ტრენერები სამომავლოდ დაცული ტერიტორიების სააგენტოს სისტემის თანამშრომელთა და ტერიტორიების ირგვლივ მაცხოვრებელთათვის სისტემატიურად ჩაატარებენ ტრენინგებს.