საქართველოს მოქალაქეებმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე, უკრაინელი ხალხისთვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, ღონისძიება "ავანთოთ სოლიდარობის ნაძვის ხე" გამართეს. ღონისძიებას უკრაინის მოქალაქეებიც შეუერთდნენ.
ორგანიზატორის ინფორმაციით, პერფორმანსის მიზანია ომში მყოფი ქვეყნის მხარდაჭერა და უკრაინელების მსგავსად, შობის დღესასწაულის 25 დეკემბერს აღნიშვნა. მოქალაქეებმა ადგილზენაძვის ხე უკრაინისა და საქართველოს დროშებით მორთეს.