საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღესაც გადაიდება - Palitra News

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღესაც გადაიდება

2022-12-26 09:03:17+04:00

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღესაც გადაიდება. მიზეზად მსჯავრდებული პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება.

ექსპრეზიდენტის უფლებადამცველის განმარტებით, პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია და მას სამართალთან კავშირი არ აქვს.

მიმდინარე საქმეზე, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.