თბილისის ბაღების 300 აღმზრდელი თანამედროვე სკოლამდელი მეთოდოლოგია „ჰარტის“ მიხედვით გადამზადდა - პროექტი საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები აღმზრდელებს 2022 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გადაეცათ. „ჰარტი“ არის ხელოვნების გზით, განათლებისა და გაჯანსაღების მეთოდოლოგია, რომელიც მრავალფეროვანი აქტივობებით ეხმარება ბავშვებს სტრესის დაძლევაში, ემოციების მართვაში, კომუნიკაციისა და შემეცნებითი უნარების განვითარებაში.