რუსეთის პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, რუსებს, რომლებიც სამხედრო სამსახურში გაწვევას ქვეყნიდან გაექცნენ, შესაძლოა მალე უფრო მაღალი გადასახადები დაუწესდეთ.
„ჩვენ ვმუშაობთ კანონმდებლობის შესაბამის ცვლილებებზე“, - განაცხადა რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.
როგორც დასავლური მედია იუწყება, ომის დაწყების შემდეგ, რუსეთიდან წასული პირების რიცხვი უცნობია, თუმცა ოქტომბრის დასაწყისში ზოგიერთმა რუსულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სექტემბერში ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ ქვეყნიდან დაახლოებით 700,000 ადამიანი გაიქცა.
რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის ცნობით, საზღვარგარეთ მომუშავე რუსებმა, რომლებიც რუსეთის საგადასახადო რეზიდენტები არიან, გადასახადი დამოუკიდებლად უნდა გადაიხადონ.