28 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვირტუოზი მუსიკოსის, ცოტნე ზედგენიძის კონცერტი გაიმართება.
ამასთან, ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმობა ცოტნეს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებას.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე და მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი გვიზიარებენ.
„ამ ყველაზე საყვარელი ბიჭის, ცოტნე ზედგინიძის ფანებს 28 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გელოდებით!
არა მხოლოდ კონცერტი, მეორე განყოფილებაში ნახავთ ცოტნეს შესახებ გადაღებულ პირველ სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს.
ავტორი – ალექსანდრე ქორიძე “ატონალური გაბრწყინება” – წერს თეონა ჯორბენაძე.
„28 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ცოტნე და ეროვნული ორკესტრი, აგრეთვე ცოტნეზე და მის ცხოვრებაზე საშა ქორიძის გადაღებული საოცარი ფილმის ჩვენება! ნამდვილად მოსასმენი და სანახავი… არ გამოტოვოთ ის, რასაც ვუწოდებთ მოვლენას!..“ – აღნიშნავს ნიკოლოზ რაჭველი, რომელიც სიმფონიურ ორკესტრთან ერთად საღამოს დირიჟორობას გაუწევს.