ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, ჩვენ თვითონ ვქმნით მას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საშობაო მიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელებმა ბევრი მწარე ამბავი განიცადეს და დამსახურებულად მიიღებენ სასიხარულო ამბებს.
„ჩვენ ვიმღერებთ საშობაო სიმღერებს - უფრო მხიარულად, ვიდრე ოდესმე - უფრო ხმამაღლა, ვიდრე გენერატორის ხმაა. ტოტალურ სიბნელეშიც კი, ვიპოვით ერთმანეთს იმისთვის, რომ მაგრად ჩავეხუტოთ და თუ გათბობა არ იქნება, ერთმანეთს ჩახუტებით გავათბობთ. აღვნიშნავთ ჩვენს დღესასწაულებს, როგორც ყოველთვის, გავიღიმებთ და ბედნიერები ვიქნებით, როგორც ყოველთვის. განსხვავება ერთია. ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ თვითონ ვქმნით მას“, - განაცხადა ზელენსკიმ.