„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თემურ ჯანაშიამ შიმშილობა შეწყვიტა. როგორც "პალიტრანიუსს" „ნაციონალურ მოძრაობაში“ განუცხადეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ჯანაშიას ექიმებმა შიმშილობის შეწყვეტის რეკომენდაცია მისცეს და ის რეაბილიტაციას სახლში, სპეციალური კვების რეჟიმით გაივლის.
23 დეკემბერს შიმშილობა შეწყვიტა დავით კირკიტაძემაც და ჯანმრთელობის გაუარესების გამო კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღით დარჩება.
შიმშილობის მეათე დღეს ანა წითლიძე სალომე ზურაბიშვილის მიმართავს "როგორც ადამიანი ადამიანს და როგორც ქალი ქალს" და სთხოვს, გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე.