უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონის დაბომბვას ეხმაურება.
ზელენსკი რუსული აგრესიის შედეგად დაზიანებული შენობებისა და დაღუპული ადამიანების ფოტოებს აქვეყნებს.
„ამ ფოტოებს სოციალური ქსელები, სავარაუდოდ „სენსიტიურ კონტენტად“ [შინაარსად] მონიშნავენ. მაგრამ ეს არ არის სენსიტიური შინაარსი - ეს არის უკრაინისა და უკრაინელების რეალური ცხოვრება. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას. ხერსონი. დილით, შაბათს, შობის წინა დღეს, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ეს არ არის სამხედრო ობიექტები. ეს არ არის ომი დადგენილი წესებით. ეს არის ტერორი, ეს არის მკვლელობა დაშინების და სიამოვნების გულისთვის. მსოფლიომ უნდა დაინახოს და გაიგოს, თუ რა აბსოლუტურ ბოროტებას ვებრძვით“, - წერს ზელენსკი.