ხერსონის ცენტრი დაიბომბა - არის მსხვერპლი - Palitra News

ხერსონის ცენტრი დაიბომბა - არის მსხვერპლი

2022-12-24 14:07:20+04:00

რუსეთის ჯარებმა ხერსონის ცენტრს კვლავ ცეცხლი გაუხსნეს, არის მსხვერპლი, დანგრეულია შენობები. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ Telegram-ში დაწერა.

„ხერსონში რუსებმა კიდევ ერთი ტერორი ჩაიდინეს - დაბომბეს ქალაქის ცენტრი. დაიღუპა ხალხი, დაინგრა შენობები", - წერს ტიმოშენკო.

მისივე ინფორმაციით, დაბომბვის ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს და გამოძიებაც მიმდინარეობს.