აშშ-ში ტემპერატურის მკვეთრ კლებას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, 1.5 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი - Palitra News

აშშ-ში ტემპერატურის მკვეთრ კლებას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, 1.5 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

2022-12-24 13:00:46+04:00

აშშ-ში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა, რამაც 200 მილიონი ადამიანის ყ9ოველდღიურობაზე მოახდინა გავლენა. ძლიერ ყინვას ქვეყანაში სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა.

BBC-ის ინფორმაციით, ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია 1.5 მილიონზე მეტ ადამიანს არ მიწოდება. უამინდობის გამო ასობით ავარეისი გადაიდო.აშშ-ის ეროვნული მეტეობიუროს პროგნოზით, ზოგიერთ შტატში უახლოეს დღეებში ტემპერატურული ანტირეკორდები დაფიქსირდება.