რუსეთში არალეგალურად მოწყობილ საცხოვრებელში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა - Palitra News

რუსეთში არალეგალურად მოწყობილ საცხოვრებელში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა

2022-12-24 12:19:32+04:00

რუსეთში, ციმბრის ქალაქ კემეროვოში არალეგალურ მოწყობილ საცხოვრებელში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა.

BBC-ის ინფორმაციით, ორ-სართულიან ხის შენობაში ძირითადად მოხუცები ცხოვრობდნენ. შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა 6 ადამიანი.

პირველადი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევ მიზეზად გათბობის სისტემა სახელდება, რომელიც უსაფრთხოების წესების დაცვის უგულებელყოფით იყო დამონტაჯებული.