სამხედროების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა - Palitra News

სამხედროების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

2022-12-24 12:18:28+04:00

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მოსამსახურეების შვილებს საახალწლო ღონისძიებაზე უმასპინძლა. სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის მსახიობებმა მოზარდებს სპექტაკლი - „თოვლის დედოფალი“ წარუდგინეს.

სამხედროების შვილების უწყებაში სტუმრობა სხვადასხვა ზღაპრის პერსონაჟებთან და ანიმატორებთან შეხვედრით დაიწყო. საშობაო მიღება სიმფონიურმა კვარტეტმა საახალწლო კომპოზიციებით გააფორმა. მოგვიანებით კი, ბავშვებს თოვლის პაპასთან სურათების გადაღების საშუალება მიეცათ და უწყებისგან საჩუქრები გადაეცათ.