საერთაშორისო შეფასებით, კონტრტერორისტული საქმიანობის მიმართულებით საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
სუსის ხელმძღვანელობით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა.
ახალი კონტრტერორისტული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხორციელების პირველი წელი კომისიის მიერ დადებითად შეფასდა და აღინიშნა, რომ მომდევნო წელი იქნება მეტად აქტიური, პროდუქტიული და მნიშვნელოვანი აქტივობებით დატვირთული.