პარიზის პოლიციამ საპროტესტო აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა - Palitra News

პარიზის პოლიციამ საპროტესტო აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

2022-12-24 10:45:31+04:00

პარიზში, 23 დეკემბერს მომხდარი სროლის ადგილზე, რომელსაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქურთ აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. სამართალდამცავების წინააღმდეგ სპონტანურ აქციაზე პარიზში რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. პოლიციის კორდონის წინ შეკრებილები სამართალდამცავებს არ ემორჩილებოდნენ, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანინი ადგილზე საუბრობდა. დემონსტრანტები სკანდირებდნენ შემდეგ ლოზუნგებს: „ერდოღანი მკვლელია“, „ერდოღანი ტერორისტია“. დემონსტრანტებმა სამართალდამცავებს სხვადასხვა საგანი ესროლეს, რის გამოც პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.