ჩინეთში 20 დეკემბერს COVID-19-ით თითქმის 37 მილიონი ადამიანი დაავადდა. ინფორმაციას Bloomberg ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის შიდა სხდომის პროტოკოლზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ჯამში, დეკემბრის 20 დღის განმავლობაში კორონავირუსის ინფექციით ჩინეთში 248 მილიონი ადამიანი დაავადდა, ანუ ქვეყნის დაახლოებით 18%.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დაავადების შემთხვევების მკვეთრი ზრდა შესაძლოა უკავშირდებოდეს ჩინეთის ხელისუფლების მიერ შეზღუდვების შემსუბუქებას.