"ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თემურ ჯანაშიამ შიმშილობა შეწყვიტა. როგორც "პალიტრანიუსს" „ნაციონალურ მოძრაობაში“ განუცხადეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ჯანაშიას ექიმებმა შიმშილობის შეწყვეტის რეკომენდაცია მისცეს და ის რეაბილიტაციას სახლში, სპეციალური კვების რეჟიმით გაივლის.
23 დეკემბერს შიმშილობა შეწყვიტა დავით კირკიტაძემაც და ჯანმრთელობის გაუარესების გამო კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღით დარჩება.
რაც შეეხება კიდევ ერთ მოშიმშილე დეპუტატს, ანა წითლიძეს, პარტიაში აცხადებენ, რომ ექიმების რჩევის მიუხედავად ის შიმშილობას განაგრძობს. როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, ანა წითლიძე მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.
ცნობისთვის, დეპუტატებმა შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს და ისინი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.