საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მტკვრიდან მამაკაცი ამოიყვანეს - Palitra News

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მტკვრიდან მამაკაცი ამოიყვანეს

2022-12-24 10:08:26+04:00

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, "ლაგუნა ვერესთან" საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მტკვრიდან მამაკაცი ამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მტკვარში გადახტა, თუმცა, სამართალდამცავებმა წყლიდან მისი ამოყვანა და გადარჩენა რამდენიმე წუთში შეძლეს.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები.