ძვირფასეულობით გაბრწყინებული სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო მომხიბვლელია და არც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი და დღევანდელ გადაცემას საიუველირო ნაწარმის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ მწარმოებელს მივუძღვენით, რომლის სახელი ყველასთვის ცნობილია, ავტორიტეტი კი ურყევი. Cartier International ფრანგული მაღალი დონის ფუფუნების საქონლის კონგლომერატი, რომელიც აპროექტებს, აწარმოებს, ავრცელებს და ყიდის სამკაულებს, ტყავის ნაწარმს და საათებს. ყველაფერი დაიწყო 1847 წელს საფრანგეთში, კერძოდ პარიზში, როდესაც ლუი-ფრანსუა კარტიემ გახსნა სახელოსნო, რომელიც ძალიან მალე კომპანიად იქცა და დაიწყო საიუველირო ნაწარმის დამზადება შეკვეთით. რამდენიმე წელიწადში მან შეძლო პარიზის ყველაზე ელიტარულ უბანში გადასულიყო სადაც პირველი ბუტიკიც გახსნა. უნდა აღინიშნოს, რომ მის შრომისუნარიანობა და გემოვნება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო წარმატებისკენ, თუმცა ხშირად კონკრეტული ფაქტები ბიზნესის მომავალს მნიშვნელოვნად განაპირობებს ხოლმე. ასე, ერთ დღეს მის სახელოსნოს ესტუმრა პრინცესა მატილდას მეგობარი გრაფინია ნაპოლეონ ბონაპარტის კუზინა, რომელმაც კარწიესგან სამკაულები შეიძინა. რამდენიმე წლის განმავლობაში გრაფინიამ და პრინცესამ 150-მდე ძვირფასეულობა შეიძინეს, რამაც ხელოსნის პოპულარობაც გაზარდა და შემოსავალიც. უნდა აღინიშნოს, რომ კარწიე სამკაულებს ყოველთვის ერთეულ ეგზემპლარად ამზადებდა, რაც მისი ნაკეთობებისადმი ინტერესს ზრდიდა განსაკუთრებით მაღალ საზოგადოებაში.
1874 წელს ლუი-ფრანსუაზის ვაჟმა ალფრედ კარტიემ გადაიბარა კომპანია. მის მიერ შენარჩუნებული ტრადიციები და სამკაულების ხარისხი წლების განმავლობაში განაგრძობდნენ მომხმარებლის მოხიბვლას, თუმცა ჯერ კიდევ პარიზსა და მის შემოგარენში, რაც შეეხება კომპანიის სახელის საერთაშორისო მასშტაბით გატანას - ეს საქმე მისმა შვილებმა, კარტიე-ს მესამე თაობამ გადაიბარა, კერძოდ ლუი უმცროსმა, პიერმა და ჟაკმა. ლუი პარიზის ფილიალს მართავდა, რომელიც Rue de la Paix-ში 1899 წელს გადაიტანა. მის მიერ შეიქმნა კომპანიის ყველაზე ცნობილი დიზაინი, როგორიცაა მაგალითად ე.წ. საიდუმლო საათები - საათის ტიპი გამჭვირვალე ციფერბლატით, რომელთაც სახელწოდება მისი მექანიზმის წყობის გამო დაიმსახურეს და ეგზოტიკური აღმოსავლური არტ-დეკოს დიზაინის ტიპის სამკაულები, მათ შორის ფერადი "Tutti Frutti"-ის სახელით ცნობილი ძვირფასეულობა.
ლუი უმცროსის ძმამ - პიერ კარტიემ 1909 წელს ნიუ-იორკში ფილიალი გახსნა, რომელიც 1917 წელს მეხუთე ავენიუზე გადავიდა 653- ნომერში, მორტონ ფრიმენის ქარხნის ნეო-რენესანსის სასახლეში, რომელიც დააპროექტა არქიტექტორმა C.P.H. გილბერტმა C.P.H. Gilbert. Cartier-მა ის 100 დოლარის ნაღდი ფულისა და ორჯაჭვიანი ბუნებრივი მარგალიტის ყელსაბამის სანაცვლოდ შეიძინა, რომელიც იმ დროს 1 მილიონ დოლარი ღირდა. ამ დროისთვის Cartier-ს ჰქონდა ფილიალები ლონდონში, ნიუ-იორკში და სანკტ-პეტერბურგში. ბრენდი სწრაფად გახდა საათების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწარმოებელი, კომპანია, რომელმაც განსაკუთრებით მაღალი წრის საზოგადოებაში გაითქვა სახელი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
1964 წელს პიერის გარდაცვალების შემდეგ, ჟან-ჟაკ კარტიემ ჟაკის ვაჟმა, კლოდ კარტიემ ლუის ვაჟმა და მარიონ კარტიე კლოდელმა პიერის ქალიშვილმა გადაიბარეს წინა თაობების მიერ დატოვებული ბიზნესი ფილიალებით ლონდონში, ნიუ-იორკსა და პარიზში. 1972 წელს რობერტ ჰოკმა, ინვესტორთა ჯგუფის დახმარებით, ჯოზეფ კანუის ხელმძღვანელობით, იყიდა ფილიალი პარიზში Cartier Paris. 1974 -1976 წლებში, ჯგუფმა Cartier London და Cartier New York შეიძინა, რითაც კვლავ გააცოცხლა ბრენდის სახელი მთელ მსოფლიოში და გააერთიანა ფილიალები საერთო იდეითა და ხარისხით, რომლითან კომპანია ათეული წლების განმავლობაში იწონებდა თავს. Cartier-ის ახალმა პრეზიდენტმა, რობერტ ჰოკმა, ალენ დომინიკ პერენთან ერთად ბრენდისთვის ახალი სლოგანი შეიმუშავა "Les Must de Cartier" რაც ფრანგულიდან ბრენდის მოთხოვნებს ნიშნავს, იმ მაღალ თამასას, რომელსაც ყოველთვის ითვალისწინებდა თითოეული ადამიანი, ვინც ამ კომპანიის ნაწილი ხდებოდა. 1976 წლიდან ამ სახელწოდების ქვეშ გაერთიანებული ნაწარმის მრავალფეროვნება იქცა ერთ ხაზად, რომელსაც ალენ პერინი უძღვებოდა, როგორც აღმასრულებელი დირექტორი.
პერინიმ დააარსა საერთაშორისო კომიტეტი 1991 წელს, რათა მოეწყო თავისი პირველი სალონი, რომელიც გაიმართა 1991 წლის 15 აპრილს; ეს გახდა ყოველწლიური შეხვედრის ადგილი ჟენევაში ამ დარგის პროფესიონალებისთვის. მომდევნო წელს "L'Art de Cartier"-ის მეორე გამოფენა მოეწყო სანკტ-პეტერბურგის ერმიტაჟის მუზეუმში. 1993 წელს, "Vendôme Luxury Group" ჩამოყალიბდა, როგორც შვილობილი კომპანია. 1994 წელს Cartier Foundation გადავიდა Rive Gauche-ში და გახსნა სათავო ოფისი ჟან ნუველის მიერ მისთვის დაპროექტებულ შენობაში. მომდევნო წელს აზიაში Cartier Antique Collection-ის მთავარი გამოფენა მოეწყო. 1996 წელს ლოზანის ერმიტაჟის ფონდმა შვეიცარიაში მოაწყო გამოფენა სახელწოდებით "სამკაულების ბრწყინვალება", სადაც წარმოდგენილი იყო კარტიეს ას ორმოცდაათი წლის განმავლობაში შექმნილი პროდუქცია.
კომპანია ოჯახის კონტროლის ქვეშ 1964 წლამდე იყო. სათავო ოფისი მდებარეობს პარიზში და არის შვეიცარიული Richemont Group-ის სრულ საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანია. Cartier 200-ზე მეტი მაღაზიით 125 ქვეყანაში, სამი ისტორიული მეზონით ლონდონში, ნიუ-იორკსა და პარიზში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საიუველირო მწარმოებლად. Forbes-მა Cartier მის ყველაზე ღირებული ბრენდების სიაში დაასახელა, 59-ე ადგილზე გახლდათ 2018 წელს და 56-ე 2020 წელს, ბრენდის ღირებულებით $12.2 მილიარდი და $6.2 მილიარდი დოლარის შემოსავლით
Cartier-ს სამსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ამ ხნის მანძილზე მისი ურყევი რეპუტაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბრწყინავს. მეფე ედუარდ VII-მ კარტიე მოიხსენია, როგორც „მეფეთა იუველირი და იუველირების მეფე“. მსგავსი ორდერები მალევე მოჰყვა ესპანეთის, პორტუგალიის, სერბეთისა და ორლეანის სახლის მმართველებისგან. სხვადასხვა ასაკისა და ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის სასურველი პროდუქცია საათებითა და სამკაულებით არის წარმოდგენილი მაღალი ხარისხის მექანიზმით, ძვირფასი ქვებით და საუკეთესო ტყავით. დღესასწაულზე საჩუქრის შესარჩევად გასულს არ დაგავიწყდეთ, რომ ხარისხიანი პროდუქტი ყოველთვის ფასობს და თქვენი საყვარელი ადამიანის გულსაც უპირობოდ მოიგებთ ასეთი ბრწყინვალებითა და ფერადოვნებით.