ესტონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პარტიას უგზავნის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პაკეტი ძირითადად შედგება დრონების, პირადი დამცავი აღჭურვილობისა და ზამთრის ფორმებისგან. ესტონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, „უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება ესტონეთის დახმარება და თანადგომა იმისთვის, რომ რუსეთის აგრესიას წინ აღუდგეს.