მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურებითა და სნოუბორდით, საქართველოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ჩემპიონატის საორგანიზაციო და მოსამზადებელი საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ბაკურიანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა მოეწყო, რათა კურორტი სრულ მზადყოფნაში იყოს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის.