სემეკი - ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფები ყველა გაზგამანაწილებელი კომპანიისთვის უცვლელი დარჩა - Palitra News

სემეკი - ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფები ყველა გაზგამანაწილებელი კომპანიისთვის უცვლელი დარჩა

2022-12-23 20:09:19+04:00

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, ყველა გაზგამანაწილებელი კომპანიისთვის ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფები მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უცვლელი იქნება. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სამომხმარებლო ტარიფები ასევე უცვლელი იქნება მცირე გაზ გამანაწილებელი კომპანიების – შპს „ვარკეთილ აირის“, „ინტერ გაზის“, „გასკო +“-ის, და შეპესე „ეს ჯი გაზ კომპანის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვისაც.