საქართველოს პროკურატურამ, კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 დეკემბერს, კასპის რაიონის სოფელ ნოსტეში ბრალდებულმა საყოფაცხოვრებო კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან ძმის მეუღლეს ესროლა, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 23 დეკემბერს დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.