ჯავის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გავრცელებული ცნობით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი დადგენილია და მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ჯავის ქუჩაზე ესროლეს, წარსულში, სხვადასხვა მძიმე დანაშაულზე მრავალჯერ იყო ნასამართლევი. ასევე, არსებული ინფორმაციით, მრავალჯერაა ნასამართლევი ის პირიც, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.