რუსულმა ძალებმა ხერსონი 60-ზე მეტჯერ დაბომბეს, არის მსხვერპლი - Palitra News

რუსულმა ძალებმა ხერსონი 60-ზე მეტჯერ დაბომბეს, არის მსხვერპლი

2022-12-23 15:24:57+04:00

რუსული ძალების მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, - ინფორმაციას ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იაროსლავ იანუშევიჩი ავრცელებს.

„გასული დღის განმავლობაში რუსული დაბომბვის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა ხერსონის რაიონის 2 მცხოვრები“, - წერს იანუშევიჩი „ტელეგრამში“.

მისი ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა, გასული დღის განმავლობაში, ხერსონის ოლქს 61-ჯერ დაარტყეს არტილერიის, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების, ნაღმმტყორცნებისა და ტანკების გამოყენებით. რუსული ჭურვები მოხვდა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კერძო და მრავალბინიან სახლებს