რუსეთმა ბელარუსში Tor-M2K-ის საზენიტო სარაკეტო სისტემები განათავსა - Palitra News

რუსეთმა ბელარუსში Tor-M2K-ის საზენიტო სარაკეტო სისტემები განათავსა

2022-12-23 15:24:50+04:00

ბელარუსში Tor-M2K ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების პარტია ჩავიდა, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

„იარაღის პარტია მიღებულ იქნა ბელარუსსა და რუსეთს შორის არსებული სამთავრობათაშორისო შეთანხმების ფარგლებში სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ. უახლოეს დღეებში ეს კომპლექსები გადავა შენაერთებსა და სამხედრო ნაწილებში,“- განაცხადა ბელარუსის თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ, ლეონიდ კასინსკიმ.

მისი თქმით, საუბარია სხვადასხვა ტიპის საჰაერო სამიზნეების განადგურების საშუალებებზე.

Tor-ი არის ტაქტიკური საზენიტო სარაკეტო სისტემა, რომელიც შექმნილია საჰაერო თავდაცვისა და ანტისარაკეტო თავდაცვის ამოცანების გადასაჭრელად.