დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ბეროზაშვილმა ჩვენება მისცა. მან დანაშაული უარყო და განაცხადა რომ პირველი ჩვენება პოლიციის ზეწოლის ქვეშ მისცა. გიორგი ბეროზაშვილს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და მშობლების განზრახ მკვლელობას ედავებიან. აღნიშნული ბრალი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.