"წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება. ცვლილების მიხედვით, 2023 წლიდან, სახელმწიფო, მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება. პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო, 1000-1200 პრეპარატზე განისაზღვრება, შემდეგ კი სხვა მედიკამენტებსაც შეეხება.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ნინა კობახიძე ვარაუდებს, რომ მომავალი წლისთვის კიდევ იქნება ფასნამატები, მათ შორის თურქეთშიც.
გაძვირდება თუ არა მედიკამენტები 2023 წელს? - ჯანდაცვის სფეროს გამოწვევები - "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე