wall street journal-ის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი 2023 წლის თებერვალში სამშვიდობო გეგმას წარადგენს. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა ევროპელ და ამერიკელ დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშვიდობო გეგმა ვაშინგტონში ვიზიტისას პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წარუდგინა. აღნიშნული წინადადების დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა, როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, ამერიკაში განიხილება ომის დასრულების სამი ვარიანტი მათ შორის რუსეთის სამხედროების მიერ უკრაინის ტერიტორიების სრულად დატოვება, ყირიმის ჩათვლით.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზელენსკის სამშვიდობო გეგმის დეტალები „დიდი შვიდეულის“ წევრებთან ერთად განიხილა. მისი თქმით, ეს „კარგი დასაწყისია“.