მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა ყოფილმა პოლიციელმა, გიორგი ბეროზაშვილმა დუმილი დაარღვია. ის თბილისის საქალაქო სასამრთლოში ჩვენებას აძლევს.პროკურორის თქმით, დღეს დასრულდება მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი და დაიკითხება ბრალდებული.
ცნობისთვის, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე წლის 27 აპრილს ხანძარი გაჩნდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღვოდა. 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა.
ბრალი 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.