„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ სასამართლო მიზანმიმართულად აჭიანურებს მიხეილ სააკაშვილის პროცესს და ამიტომ ხვალიდან პრეზიდენტის სასახლესთან სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით პერმანენტული აქციები დაიწყება. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა, თავისი ხელმოწერით რამდენიმე წუთში გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.