მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმებმა ჯო ბაიდენს წერილით მიმართეს. წერილში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი, რომლის მმართველობის დროსაც საქართველოში დემოკრატიამ აღმავლობა დაიწყო, შეიძლება საპატიმროში დაიღუპოს. ექიმების შეფასებით, ეს გაანადგურებს საქართველოს დემოკრატიული მომავლის იმედს და კიდევ უფრო გაათამამებს პუტინის ამბიციებს.
"ძვირფასო პრეზიდენტ ბაიდენ,
ეს წერილი ეხება ახალგაზრდა დემოკრატიას რომელსაც ჩვენი დახმარება ჭირდება. 2003 წელს დემოკრატიის ჩირაღდანი, რომელიც სიმბოლურად თავისუფლების ქანდაკების ჩირაღდანს წარმოადგენს, თბილისში, საქართველოში აინთო. ეს იმედის ჩირაღდანი იყო 36 წლის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უნდოდა დემოკრატიის ნაწილი თავის სამშობლოში ჩამოეტანა. შეიძლება იცოდეთ რომ 1995 წელს ბატონ სააკაშვილმა დაამთავრა აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული ედმუნდ მასკის ფელოუშიფის პროგრამა. იგი კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიულ სკოლაში სწავლობდა. 2004 წელს ის გახდა დემოკრატიულად არჩეული, იმ დროისთვის ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი. მომავალი დეკადის განმავლობაში ამ ახლად შექმნილმა დემოკრატიამ აღმავლობა დაიწყო და 2012 წელს სააკაშვილმა მშვიდობიანად გადასცა ძალაუფლება მომდევნო მთავრობას ისე როგორც ეს მოსალოდნელი იქნებოდა იმ ცივილიზებურ ქვეყანაში რომლისაკენაც საქართველო მიისწრაფოდა.
მაგრამ მას შემდეგ დრო ისევ შეიცვალა და ეს იმედის ჩირაღდანი საცაა ჩაქრება იგივე საქართველოს საპატიმროში. როგორც ქართველი ექიმები, რომლებიც ამერიკის მრავალ ჰოსპიტალში და ამბულატორიულ ცენტრში ვმუშაობთ და ამ დიდებულ ქვეყანას ჩვენს სახლს ვუწოდებთ, ძალიან შეშფოთებული ვართ რომ მიხეილ სააკაშვილი დაუმსახურებლად ავ მოპყრობას განიცდის, მიტოვებულია განსაცდელში და შესაძლებელია დაიღუპოს სწორი მკურნალობის გარეშე. ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ ძალიან შემაშფოთებელია. მას განუვითარდა მკვეთრი წონაში კლება, დაბალი წნევა, ნეიროპათია, სინკოპე და გადაადგილების უნარის პრობლემები. არის იმაზე საუბარი რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და სავარაუდოდ მოწამლეს რასაც შეეძლო გამოეწვია მისი ჯანმრთელობის შელახვა ან გაუარესება. ჩვენ ვთვლით რომ ეს და მისი პირადი ჯანმრთელობის მდგომარეობის და ვიზუალური ინფორმაციის მისი დაუკითხავად გამოქვეყნება არის ადამიანური უფლებების დარღვევა.
ჩვენ გთხოვთ დაგვეხმაროთ დაუყოვნებლივ მივცეთ ბატონ სააკაშვილს მაღალი ხარისხის ობიექტური მკურნალობა რადგან იგი ძალიან ავად არის. გთხოვთ მოითხოვოთ უფლება საქართველოს მთავრობისგან რომ დროებით გადაეცეს მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს განკარგულებაში მისი ჯანმრთელობის სრულად შესაფასებლად. როგორც საქართველოს ხანგრძლივ მეგობარს ჩვენ ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას და პიროვნებების პატივისცემას. როგორც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი დემოკრატიის პრეზიდენტს ჩვენ გვჯერა რომ თქვენ ხართ ის ადამიანი რომელსაც შეუძლია მას დაეხმაროს სანამ დაგვიანდება.
ჩვენ მადლობას გიხდით რომ ხართ საქართველოს მოგობარი, უკრაინის მეგობარი და ბევრი იმ რეპრესირებული ქვეყნის მეგობარი რომლებიც ხედავენ თუ როგორ ანათებს დემოკრატიის შუქი მომავლისკენ მიმავალ გზას. საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს რომ პატარა ქვეყნებს როგორიც არის საქართველო ჰქონდეთ პროგრესის იმედი და ეს იმედი გაუფერულდება თუ ბატონი სააკაშვილი არ გადარჩა. მისი პატიმრობაში სიკვდილის შედეგი დამღუპველი იქნება რადგან ეს გაანადგურებსსაქართველოს დემოკრტიული მომავლის იმედს მომავალი მრავალი წლის განმავლობაში და კიდევ უფრო გაათამამებს პუტინის ამბიციებს. მოდით არ დავივიწყოთ ის ხალხი რომელმაც პროგრესისკენ სვლაში წვლილი შეიტანა. მათი დახმარებით ჩვენ მაგალითს მივცემთ მომავალ ლიდერებს და დემოკრატიის შვილებს და გავამხნევებთ რომ ისინიც არ იქნებიან დავიწყებულნი.
პატივისცემით,ქართველ-ამერიკელი ჯანდაცვის პროფესიონალები" - ნათქვამია წერილში.