ზაპოროჟიეში დაბომბვის შედეგად დაზიანებული სახლის ნანგრევებში ორი ბავშვი მოყვა - Palitra News

ზაპოროჟიეში დაბომბვის შედეგად დაზიანებული სახლის ნანგრევებში ორი ბავშვი მოყვა

2022-12-23 09:11:10+04:00

ზაპოროჟიეს ოლქში, სარაკეტო დარტყმის შედეგად ჩამონგრეული საცხოვრებელი სახლის კედელი ორ მოზარდს დაეცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მაშველებმა ბავშვების გადარჩენა შეძლეს.

„რაკეტა 3 და 15 წლის ბიჭების სახლს მოხვდა. ისინი გადარჩნენ და ცოცხლები არიან“, - წერს ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტარუხი.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, 22 დეკემბერს, დილით, რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიის რაიონის სოფელი კამიშევახა კასეტური საბრძოლო მასალებით დაბომბეს.