"დიდი შვიდეულის" წევრი ქვეყნები უკრაინას საჰაერო თავდაცვის განმტკიცებაში დაეხმარებიან. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერლინში დანიელ კოლეგასთან შეხვედრაზე განაცხადა.
გერმანელი მინისტრი ასევე მიესალმა ამერიკის გადაწყვეტილებას, გადასცეს უკრაინას ანტისარაკეტო სისტემა „პეტრიოტი“.
როგორც ცნობილი ხდება „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოები უკრაინის მხარდასაჭერად 2023 წლისთვის 32 მილიარდ დოლარს გამოყოფენ. ეს თანხა უკრაინის საბიუჯეტო და ეკონომიკურ მხარდაჭერას მოხმარდება.